Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » სტატიები » ჰოროსკოპი

2012 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის


აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით წყლის (შავი) დრაკონის წელი დადგება 2012 წლის 23 იანვარს.

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი) 


"ახალი შესაძლებლობების გამოვლენა"

სიყვარული: 2012 წელს მთლიანობაში თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა სასურველ მამაკაცთან ჰარმონიული იქნება, თუმცა ამისთვის საკმაოდ დიდი შრომის გაწევა მოგიწევთ, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში. პარტნიორის მიმართ ყურადღებიანი და მზრუნველი იყავით, შეეცადეთ გაუგოთ, გახდით მისი თანამოაზრე, საუკეთესო მეგობარი და საჭირო დროს რჩევებიც მიეცით (ოღონდ ეს მოზომილად და დიპლომატიურად გააკეთეთ).

თუ თქვენ ოჯახი ჯერ არ შეგიქმნიათ, 2012 წელი ამისთვის იდეალური იქნება, განსაკუთრებით ზაფხული და შემოდგომა. სწორედ ამ დროს მოიმატებს დაოჯახების ალბათობა. ყურადღება ითხოვს მარტი და სექტემბერი, ამ პერიოდში განსაკუთრებულად უფრთხილდით იმპულსურობის და სიხისტის გამოვლენას. შემოდგომაზე წარმოშობილი მცირე გართულება წლის ბოლომდე დარეგულირდება და თქვენს პირად ცხოვრებაში ჰარმონია დაისადგურებს.

ჯანმრთელობა: 2012 წელს თქვენი ჯანმრთელობა მთლიანობაში სტაბილური იქნება. წლის დასაწყისში ყურადღება მიაქციეთ თავს და სასუნთქ სისტემებს, ატარეთ ქუდი ან თავსაბურავი (ვერძის სუსტი წერტილი თავია). ეს წელი ძალიან კარგია მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის, ქრონიკული დაავადებებისგან განკურნებისთვის.

ზაფხულში აუცილებლად დაისვენეთ, რადგან ამით არა მხოლოდ დაისვენებთ და განიტვირთებით, არამედ ფიზიკურ ძალებსაც აღიდგენთ. გაზაფხული ბოლო და ზაფხული ასევე კარგია სამკურნალო კურსის ჩატარებისთვის, გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის და მსუბუქი სპორტული ვარჯიშების დაწყებისთვის. ეს თქვენს ჯანმრთელობას გაამყარებს.

კარიერა: ამ წელს ისევე როგორც სხვა სფეროში, სამსახურთან და კარიერასთან დაკავშირებით ბევრი შრომა მოგიწევთ. ეს ეღირება ამად, რადგან გაგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები, რომელთა ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევთ როგორც კარიერაში, ისე ფინანსური შემოსავლების კუთხით.

შეეცადეთ წინა წლებში დაწყებული პროექტები გაზაფხულის დასაწყისშივე დაასრულოთ, რადგან მოსალოდნელია, აპრილსა და მაისში ახალი რეალობის წინაშე დადგეთ, დაიწყოთ ახალი სამსახური ან კარიერული ახალი ეტაპი დაიწყოს, ამიტომ, ამისთვის მზად უნდა აღმოჩნდეთ. თუ წლის პირველ ნახევარს იშრომებთ, წლის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით შემოდგომით მნიშვნელოვნად წინსვლას შეძლებთ, თუმცა წარმატებებმა თავბრუ არ დაგახვიოთ. ახალი ცვლილებებს ფეხი აუწყეთ და წინდახედულად იმოქმედეთ.
 კურო 21 აპრილი - 20 მაისი 

"გააქტიურდით, გაბედეთ, გარისკეთ"

სიყვარული: წლის პირველი ნახევარი ინტიმურ ცხოვრებისთვის მეტად სასიკეთო პერიოდი იქნება, როგორც უკვე დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობების სერიოზულ გრძნობაში გადაზრდისთვის, ქორწინებისთვის, ასევე ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებისთვის და სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის.

თუ ჯერ არ დაქორწინებულხართ, მაშინ გელით საინტერესო პირადი სახის შეხვედრები, ფლირტი და დამაინტრიგებელი ურთიერთობები.

წლის მეორე ნახევარში კარგი იქნება თუ გააფართოვებთ სამეგობრო წრეს, გაიცნობთ ახალ და საინტერესო ადამიანებს და გაბედულად ესტუმრებით სხვადასხვა ტიპის საზეიმო შეკრებებს და რომანტიკულ საღამოებს. თუ თქვენ მეორე ნახევარი ჯერ არ გყავთ, შესაძლებელია ზაფხულში ან შემოდგომით გაიცნოთ ეს ადამიანი. მით უმეტეს, რომ ამ პერიოდში გაიზრდება ქორწინების ალბათობა. რაც შეიძლება მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ თქვენს გულისწორს, გაატარეთ მასთან შვებულება, წადით ახალ ფილმზე ან სულაც მასთან ერთად უბრალოდ გაისეირნეთ.

ჯანმრთელობა: დრაკონის წელში მოგიწევთ იზრუნოთ საკუთარი ჯანმრთელობის მოწესრიგებაზე. ზამთარში სიცივისგან დაიცავით ყელი, კარგი იქნება თუ კაშნეს ან ყელიან ჯემპრს ატარებთ. გაზაფხულზე და ზაფხულში გააკონტროლეთ საკუთარი წონა, ყურადღება მიაქციეთ კალორიებს და კარგი იქნება, თუ შეზღუდავთ ვახშამს და ამის პარალელურად ნელი სირბილით, სპორტული სიარულით ან ცურვით დაკავდებით.

იზრუნეთ, რომ წესრიგში გქონდეთ საჭმლის მომნელებელი სისტემა და კბილები. გაზაფხულზე და შემოდგომის ბოლოს მიიღეთ ვიტამინებიც, ეს მნიშვნელოვნად აამაღლებს თქვენს იმუნიტეტს და წლის ბოლოს დაგიცავთ გაციების და ვირუსებისგან.

კარიერა: 2012 წელი კარიერის კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება, რადგან სწორედ დრაკონის წელში მოგეცემათ საშუალება ხორცი შეასხათ თქვენს ოცნებებს. ოღონდ თქვენი მხრიდან საჭირო იქნება ენერგიული და აქტიური მოქმედებები. ეს განსაკუთრებით გაზაფხულზე იქნება საჭიროა. შემოდგომამდე ბევრი სამუშაო გექნებათ, მოგიწევთ სხვადასხვა საქმიანი საკითხების გადაჭრა და წინაღობების გადალახვა, თუმცა ეს შრომა წლის მეორე ნახევარში აუცილებლად დაგიფასდებათ.

როგორც გაზაფხული, ისე შემოდგომა ბრწყინვალე პერიოდია პროფესიული წინსვლისთვის, კარიერული ზრდისთვის. მოსალოდნელია ოქტომბრიდან თქვენს ცხოვრებაში ახალი საქმიანი ეტაპი დაიწყოს, ეს შესაძლოა, დაუკავშირდეს ახალ სამსახურს, ან პარტნიორებს, ან ახალ თანამდებობას. წლის ბოლოს ყველა წინაღობას იოლად დაძლევთ და თქვენ დაკისრებულ მოვალეობებს ბრწყინვალედ გაართმევთ თავს.

ტყუპი 21 მაისი - 21 ივნისი

"კომუნიკაბელურობა - წარმატების გასაღები"

სიყვარული: პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები მთელი 2012 წლის განმავლობაში თქვენთვის უმთავრესი იქნება. თუმცა ამ სფეროში ჰარმონია დიდ წილად სწორედ თქვენზე იქნება დამოკიდებული. რამდენადაც წარმატებით ააწყობთ თქვენს პირად ცხოვრებას, ანგარიშს გაუწევთ თქვენს მეორე ნახევარს (თუ სასიყვარულო პარტნიორს), იმდენად ეს ურთიერთობა პოზიტიურად განვითარდება.

მთავარია გაიაზროთ, რომ თქვენ დამდეგ 2012 წელში თქვენი ოჯახური კერის მფარველის როლი უნდა ითამაშოთ - შექმნათ ოჯახში მყუდროება, სიმშვიდე და ჰარმონია. თუ ჯერ არ დაოჯახებულხართ და დრაკონის წელში ხანმოკლე და მსუბუქი ურთიერთობის გაბმას აპირებთ, გახსოვდეთ, ეს კარგ შედეგს არ მოიტანს. ასე, რომ შეეცადეთ, უფრო სტაბილური პარტნიორი მოძებნოთ.

თქვენთვის საკმაოდ სასიკეთო იქნება ზაფხულის მეორე ნახევარი, ამ დროს იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. ეს შესანიშნავია დროა მოგზაურობისთვის და უცხოელ პარტნიორებთან სასიყვარულო ურთიერთობების გაბმისთვის. შემოდგომა შედარებით პასიური იქნება, ამიტომ, კარგი იქნება საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოვება და დროის რომანტიკულად გატარება.

ჯანმრთელობა: ამ წელს ყველაზე მეტად ნერვულ სისტემას უნდა გაუფრთხილდეთ, მოსალოდნელია სწორედ ეს გახდეს თქვენი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი. ისწავლეთ მოდუნება, დასვენება, რელაქსაცია, ემოციური განტვირთვა. ეს იქნება იმის ძირითადი განმსაზღვრელი, თუ როგორ აკონტროლებთ საკუთარ ჯანმრთელობას.

ზაფხულში აუცილებლად გამონახეთ დრო და ფინანსური საშუალებები, რათა დასასვენებლად გაემგზავროთ, მოგიხდებათ მთის ჰაერი, ამით თქვენი სასუნთქი სისტემა მოწესრიგდება და თქვენი იმუნიტეტი გაძლიერდება, ეს კი ცივ ამინდებში ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ. მნიშვნელოვანი იქნება თქვენი განწყობაც, ამიტომ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ოპტიმიზმი და მომავლის რწმენა (განსაკუთრებით შემოდგომით) თქვენს ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გაამყარებს.

კარიერა: 2012 წლის პირველი კვარტალი საკმაოდ აქტიური იქნება, ამიტომ, ნუ დაზოგავთ ძალებს, საქმიან ცხოვრებაში პარტნიორებისგან თუ ხელმძღვანელობისგან შემოთავაზებულ ტემპს ფეხი აუწყოთ. თუ გონივრულად და ეფექტურად იმოქმედეთ, მაშინ მარტში ან აპრილში უკვე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევთ. გაზაფხულზე დაფასდება თქვენ მიერ გაწეული შრომა, რომელიც გამოიხატება ფინანსური შემოსავლების ზრდაში, ან ახალ თანამდებობაში.

გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულში მოერიდეთ რისკზე წასვლას და რადიკალურ მოქმედებს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები (რომლებიც საქმიან სფეროს ეხება) საფუძვლიანი ანალიზის და პარტნიორებთან თათბირის შემდეგ მიიღეთ. ზაფხულის ბოლოს და შემოდგომით ნუ იქნებით პასიური, პირიქით შეეცადეთ, მეტი შემოქმედებითობა გამოავლინოთ, ხოლო თქვენი ორიგინალური იდეები ხელმძღვანელებს გაბედულად მიაწოდოთ.


კირჩხიბი 22 ივნისი - 22 ივლისი

"მხარდაჭერა - სამსახურში, მყუდროება - სახლში"

სიყვარული: 2012 წლის დასაწყისი და გაზაფხული საკმაოდ მშვიდ ვითარებაში და ზედმეტი გართულებების გარეშე ჩაივლის. თუ თქვენ უკვე დაოჯახებული ხართ, მაშინ არა მხოლოდ მეორე ნახევარზე, არამედ ოჯახის სხვა წევრებზეც მოგიწევთ ზრუნვა. თუ გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში მეუღლეზე ზეგავლენის მოხდენა და მასში რაიმე საქმისკენ ბიძგი მოგინდებათ, ეს ტაქტიანად და დიპლომატიურად გააკეთეთ.

სიჯიუტით და სიხისტით ბევრ რამეს წაახდენთ. თუ თქვენ მეორე ნახევარი ჯერ არ გიპოვიათ, მოსალოდნელია ზაფხულში და შემოდგომით იპოვოთ ეს ადამიანი. ამ პერიოდში მოსალოდნელია ოჯახის შექმნა ან მხურვალე და ვნებიანი რომანის გაბმა. შეეცადეთ, მომავალ მეორე ნახევარს მეტი თავისუფლება მიანიჭოთ, რადგან მეწვრილმანეობით, "სუსტი ქალის" როლში მეტისმეტად შესვლითა და ეჭვიანობით, შეიძლება პარტნიორი გაანაწყენოთ.

ჯანმრთელობა: მთლიანობაში ახალი დრაკონის წელი თქვენთვის საკმაოდ პოზიტიური აღმოჩნდება. მთავარია, წლის დასაწყისში იოლად გაუმკლავდეთ ცუდ განწყობას, მელანქოლიას და მსუბუქ დეპრესიებს. გაზაფხულზე ყურადღება მიაქციეთ კვების ფაქტორს, გადატვირთული დღის რეჟიმის გამო ნუ დაარღვევთ კვების რეჟიმს.

საჭიროების შემთხვევაში ჩაიტარეთ ორგანიზმის გამოკვლევა, ამისთვის საუკეთესო პერიოდი გაზაფხული და ზაფხულია. მაისიდან სექტემბრის ჩათვლით თქვენთვის, როგორც წყლის ნიშნისთვის, აუცილებელი იქნება წყლის პროცედურები, ამიტომ თუნდაც მცირე ხნით წადით ზღვაზე, ისეირნეთ ტბაზე ან მდინარის პირას.

ეს თქვენს ემოციურ და ნერვულ სისტემაზე სასიკეთოდ აისახება. ფიზიკური ვარჯიშით თავს ნუ გადაიტვირთავთ, განსაკუთრებით შემოდგომაზე და უფრო გამაჯანსაღებელი სისტემა მოსინჯეთ, მაგალითად აერობიკა ან ნელ ტემპში სირბილი.

კარიერა: კარიერული წინსვლისთვის შედარებით უკეთესი წლის პირველი ნახევარი იქნება. იანვრიდანვე თქვენი სამსახურებრივი საქმეები გააქტიურდება, მოგიწევთ საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში მუშაობა, თუმცა ეს შესაბამისად აისახება კარიერულ წინსვლასა და ფინანსურ შემოსავლებზე.

თუ გაზაფხულზე რაიმე გართულება გაჩნდა ან თქვენს კარიერულ გზაზე წინაღობები გაჩნდა, საკუთარ არჩეულ გზას ნუ გადაუხვევთ, გწამდეთ თქვენი ნათელი მომავლის. მაისში და ივნისში პრობლემები ნელ-ნელა უკან დაიხევეს. ზაფხული ასევე დატვირთული იქნება და მოსალოდნელია მოგიწიოთ ახალ პროექტებზე მუშაობა და ახალი შემოთავაზებების განხილვა.

ამ პროექტების დაწყება შემოდგომიდან დაიწყება და ეს თქვენს ფინანსურ შემოსავლებს მნიშვნელოვნად გაზრდის. არ არის გამორიცხული შემოდგომით ან წლის ბოლოს გაგიჩნდეთ დამატებითი სამუშაო, შეიცვალოთ პროფილი ან სამუშაო ადგილი, თუმცა ეს ცვლილება თქვენს კარიერულ წინსვლას უფრო ცხადსა და რეალურს გახდის.

ლომი 23 ივლისი - 23 აგვისტო

"კარიერული წინსვლის დროა"

სიყვარული: თუ თქვენ წინა წელს სასიყვარულო ურთიერთობებში ან ოჯახურ ცხოვრებაში პრობლემები გქონდათ, 2012 წელს ეს ეტაპობრივად მოგვარდება და ამას წლის დასაწყისიდანვე იგრძნობთ. თუ თქვენ დაოჯახებული ხართ, თქვენი მეუღლე უფრო მეტად რომანტიკული, ყურადღებიანი და მზრუნველი გახდება, მოსალოდნელია მან საჩუქრებითაც გაგანებივროთ.

თქვენში მოიმატებს შარმი, მიმზიდველობა, გაძლიერდება ვნებიანობა და სექსუალურობა, რაც თქვენს პირად ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს გახდის. თუ თქვენ მეორე ნახევარი ჯერ არ გიპოვიათ, მაშინ საკმაოდ მაღალი ალბათობაა, რომ დრაკონის წელში თქვენი ოცნება ახდება.

ამის ალბათობა გაიზრდება გაზაფხულზე და ასევე შემოდგომით. მოსალოდნელია, რომ მომავალი მეუღლე სამსახურში ან სამსახურთან დაკავშირებულ გარემოებებში გაიცნოთ. თუ თქვენ წლის მეორე ნახევარში შექმენით ოჯახი, გაჩნდება ალბათობა, რომ შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილიც.

ჯანმრთელობა: 2012 წელი, განსაკუთრებით პირველი ნახევარი თქვენთვის დატვირთული წელი იქნება, განსაკუთრებით კარიერული კუთხით, ამიტომ, მოგიწევთ დაძაბულ რეჟიმში მუშაობა, ეს გაზრდის თქვენი ორგანიზმის გადაღლის და ემოციური სისტემის დაძაბვის ალბათობას.

მთელი წლის განმავლობაში დრო და დრო გამონახეთ დრო და პერიოდულად დაისვენეთ და განიტვირთეთ ხოლმე. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ საკუთარ თავს სტრესულ მდგომარეობაში ჩააყენებთ, რაც გაზრდის უძილობის და ჯანმრთელობის გაუარესების ალბათობას. ხანგრძლივი დასვენებისთვის ყველაზე კარგი დრო აგვისტო და სექტემბერი იქნება.

წლის მეორე ნახევარი შედარებით მშვიდი და ჰარმონიული იქნება, თქვენ იოლად აღიდგენთ დახარჯულ ძალებს.

კარიერა: 2012 წელი თქვენი წინსვლისთვის საკმაოდ სასიკეთო იქნება. ამის ალბათობა განსაკუთრებით ივლისიდან გაიზრდება. თუმცა წლის დასაწყისიდანვე იგრძნობთ სამუშაო ტემპის მომატებას, თქვენს ცხოვრებაში გაჩნდება ახალი შესაძლებლობები, გაიცნობთ საქმიან ადამიანებს და შესაძლოა, რაიმე ორგანიზაციის ან კომპანიის წევრიც კი გახდეთ.

თუ თქვენ ამპარტავნებისა და სიზარმაცის გამო პერსპექტივებს თვითონვე არ წაახდენთ და საკუთარ ტალანტს ეფექტურად გამოავლენთ, თქვენ გაგიჩნდებათ კარიერული წინსვლის რეალური შესაძლებლობა. თქვენი გავლენის სფერო გაფართოვდება, მოიმატებს თქვენი ცხოვრების ხარისხი და მიზნების თამასას უფრო მაღლა დადებთ.

გაზაფხულზე და შემოდგომაზე გამოიჩინეთ კრეატიულობა და შექმნილი წინაღობების გადალახვის ახლებური და განსხვავებული გზები მოძებნეთ. შეეცადეთ, არა მხოლოდ საკუთარ თავზე თამამად აიღოთ პასუხისმგებლობა, არამედ თქვენს დაკისრებულ მოვალეობებს თავი გაართვათ. ოქტომბერში ან ნოემბერში ყურადღება გმართებთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან მიმართებაში.

არ არის გამორიცხული, თანამშრომლების მხრიდან პროვოკაციები და ინტრიგები. შეეცადეთ ყველა სიტუაციიდან ღირსეულად გამოხვიდეთ და გარშემომყოფების მიმართ მომთმენი და კეთილმოსურნე იყოთ.

ქალწული 24 აგვისტო - 22 სექტემბერი

"ფორტუნა თქვენს მხარეზეა"

სიყვარული: ახალ დრაკონის წელს განვითარებული სასიყვარულო სფეროში მომხდარი მოვლენები თქვენთვის შესანიშნავი საშუალება იქნება, რომ თქვენს პარტნიორთან ერთად გაანალიზოთ ძველი შეცდომები, გამოიტანოთ დასკვნები, დაივიწყოთ ძველი წყენა და ახლებურად ააგოთ ურთიერთობები. ეს თქვენთვის განახლების წელია.

თუ თქვენ პირად ცხოვრებაში ცვლილებებს და კონკრეტულად პარტნიორის გამოჩენას ელოდებით, 2012 წელს ეს ნამდვილად მოსალოდნელია. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მომავალი სასიყვარულო კავშირი უპირველეს ყოვლისა ნდობასა და სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული. თუ თქვენს საყვარელ ადამიანს ყურადღებითა და მზრუნველობით მოექცევით, ისიც იმავეთი გიპასუხებთ.

სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებისთვის და მასში ცვლილებების შეტანისთვის ყველაზე ოპტიმალური თვეებია იანვარი, მარტი, მაისი, ივლისი, სექტემბერი, ოქტომბერი და დეკემბერი. შეეცადეთ, თბილი ურთიერთობები დაამყაროთ არა მხოლოდ თქვენს პარტნიორთან, არამედ მის მშობლებთან და ნათესავებთან. რაც მთავარია, თქვენი უსაფუძვლო შიში, დოგმატურობა და წვრილმანები საძინებლის კარს მიღმა დატოვოთ.

ჯანმრთელობა: მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს თქვენს ჯანმრთელობას რაიმე სერიოზული პრობლემა არ შეექმნება, შეეცადეთ, ხშირად მიმართ პროფილაქტიკურ საშუალებებს, იზრუნეთ ჯანმრთელობის გამყარებასა და ორგანიზმის გაჯანსაღებაზე - ამისათვის ზამთრის პერიოდში თბილი ტანსაცმელი გამოიყენეთ (ამით თავიდან აირიდებთ გაციებას და ვირუსებს) ხოლო გაზაფხულზე კი ვიტამინები მიიღეთ.

მკურნალობისას უპირატესობა ფიტოთერაპიას, არომატოთერაპიას, სტოუნთერაპიას და ასევე ხალხურ მეთოდებს მიანიჭეთ. მთავარია წესრიგში იქონიოთ ნერვული სისტემა და წვრილმანების გამო არ გაღიზიანდეთ ხოლმე. მოერიდეთ გარშემომყოფების კრიტიკას და ბევრი სითბო და სიყვარული გაეცით. გახსოვდეთ სიყვარულის გაცემა და მიღება ეს ყველაზე კარგი ბუნებრივი თერაპიაა.

კარიერა: მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის 2012 წელი კარიერული თვალსაზრისით მაინცადამაინც გამორჩეული არ იქნება, თქვენ მაინც შეძლებთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. წლის პირველი ნახევარი დატვირთული და შემოქმედებითი იქნება, მოგიწევთ ბევრი, ერთი შეხედვით წვრილმანი საკითხის მოგვარება, შეუმჩნეველი წინაღობების გადალახვა და ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორება, განსაკუთრებით ეს შეეხება საქმიან ურთიერთობებს.

პერსპექტიული წლის პირველი ნახევრისას მაინც გაჭირდება კარიერული წინსვლა და ფინანსური სტაბილურობის შექმნა. შედეგის მიღება მოსალოდნელია უფრო წლის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით შემოდგომით და ასევე წლის ბოლოს. სწორედ ამ დროს გახდება შესაძლებელი, რომ მიიღოთ დამატებითი განათლება, აიმაღლოთ კვალიფიკაცია, გაემგზავროთ უცხოეთში ან გაიაროთ გადამზადება. ეს საშუალებას მოგცემთ კიდევ უფრო ეფექტურად და ფინანსურად მომგებიანად გამოიყენოთ თქვენი ნიჭი და შინაგანი რესურსები.


სასწორი 23 სექტემბერი - 23 ოქტომბერი

"განსაზღვრეთ საკუთარი მიზნები"

სიყვარული: 2012 წელს თქვენი ურთიერთობა პარტნიორთან მნიშვნელოვნად შეიცვლება. თუ წინა წელს თქვენს ურთიერთობაში დაძაბულ და გაუგებრობა სჭარბობდა, დამდეგ წელს კრიზისებს იოლად დაძლევთ და ურთიერთობების ახალ საფეხურზე ახვალთ. თუმცა თუ თქვენი პირადი ცხოვრება სტაბილურია და ყველაფერი მეტ-ნაკლებად კალაპოტშია მოქცეული, ნუ დაიწყებთ ექსპერიმენტებს.

ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, ურთიერთობების პროვოცირებას შეუწყოთ ხელი. 2012 წელი კარგი საშუალება იქნება, რომ თქვენს პარტნიორში ბევრი ახალი სასიკეთო თვისება აღმოაჩინოთ. ეს განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში იქნება. თუ ჯერჯერობით მარტო ხართ, მაშინ თქვენს ცხოვრებაში წლის პირველ კვარტალში გაჩნდება მომავალი პარტნიორი (არ არის გამორიცხული ეს უცხოელიც იყოს).

წლის მეორე ნახევარი შედარებით მშვიდი და ნაყოფიერი იქნება, თუმცა შემოდგომის დასაწყისში მოერიდეთ შემთხვევით კავშირებს (თუ დასაოჯახებელი ხართ) და მეუღლესთან დაპირისპირებას (თუ დაოჯახებული ხართ), რათა უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.

ჯანმრთელობა: თუ თქვენ წინა წლებში უფრთხილდებოდით საკუთარ ჯანმრთელობას და ზრუნავდით საკუთარი იმუნიტეტის გამყარებაზე, მაშინ 2012 წელი შედარებით უსაფრთხო და სტაბილური იქნება. ხოლო თუ წინა წლებში თქვენ საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღებას არ (ან ვერ) აქცევდით და წამოსულ საგანგაშო სიგნალებს პასუხის გარეშე ტოვებდით, მაშინ მოსალოდნელია 2012 წელს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს.

ნებისმიერი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემისთანავე მომენტალური რეაქცია გქონდეთ, საჭირო დროს მიმართეთ ექიმს და მკურნალობის დაწყებას სამომავლოდ ნუ გადადებთ. შედარებით მშვიდობიანი პერიოდი იქნება შემოდგომა, როდესაც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური გახდება, ხოლო თქვენი ემოციური სისტემა შედარებით მოწესრიგდება.

კარიერა: 2012 წელს თქვენი კარიერული წინსვლა იქნება ნელი, მაგრამ გამუდმებული. თქვენ მთელი წლის მანძილზე და განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში გაგიჩნდებათ ახალ-ახალი პერსპექტივები, მუდამ გექნებათ მნიშვნელოვან საქმეებსა თუ პროექტებში ჩაბმის შესაძლებლობა. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ ბევრი ასარჩევი სიტუაციების გამო ზოგჯერ წონასწორობაც დაკარგოთ და ვერ გაერკვეთ რა რის მერე უნდა აკეთოთ.

დაჰყავით თქვენი საქმეები მნიშვნელობის მიხედვით და ისე იმოქმედეთ. წლის პირველ ნახევარში და განსაკუთრებით აპრილსა და მაისში მოსალოდნელია ცოდნის გაძლიერების, სემინარებზე და ტრენინგებზე დასწრების საშუალება.

ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ შემოსავლებსა და გასავლებს, განსაკუთრებით ზაფხულში და სექტემბერში, რათა ფინანსური პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეთ. თუმცა ნოემბრიდან როგორც კარიერული, ისე ფინანსური საკითხები დარეგულირდება და არ არის გამორიცხული, მოულოდნელი ფინანსური შემოსავლებიც კი გქონდეთ.


მორიელი 24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი

"ისწავლეთ მიღწეულის დაფასება"

სიყვარული: 2012 წელი სიყვარულში და პირად ცხოვრებაში ორმაგი დატვირთვის იქნება - მთელი წლის განმავლობაში მოსალოდნელია როგორც თქვენს პარტნიორთან რომანტიკული შეხვედრები, რომლებიც სინაზით, მზრუნველობით, საინტერესო სიურპრიზებითა და დაუვიწყარი მომენტებით იქნება დატვირთული, ასევე მოსალოდნელია განხეთქილებები და კონფლიქტებიც.

თუ თქვენს პარტნიორს რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა გაუჭირდა, მას ბრძოლას ნუ გამოუცხადებთ და ნუ დაუპირისპირდებით, შეეცადეთ, გაუგოთ მას, რადგან ნებისმიერმა გადაწყვეტილებამ, რომელიც თქვენს ურთიერთობებს ეხება, მას ჰარმონია და იდილია უნდა მოუტანოს.

ასე, რომ, ურთიერთობების გარიჟრაჟისთანავე ნუ დაძაბავთ მდგომარეობა. საკმაოდ პოზიტიური იქნება წლის მეორე ნახევარი, განსაკუთრებით აგვისტო და სექტემბერი, ამ დროს შესაძლებელი გახდება დაძაბულობის მოხსნა, ურთიერთობების სასიკეთო ჭრილში გადატანა, ერთობლივად დასასვენებლად წასვლა, მომავლის დაგეგმვა და ქორწინებაც კი.

ჯანმრთელობა: დამდეგ წელს თქვენი ჯანმრთელობის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და საერთო განწყობა, ამიტომ, შეეცადეთ, რომ დადებითი განწყობა და მომავლის რწმენა მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნოთ.

აუცილებლად იზრუნეთ ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაზეც, ამას ადვილად შეძლებთ, თუ კვირაში მცირე დროს მაინც დაუთმობთ თქვენს გარეგნობაზე ზრუნვას. ეს შეიძლება იყოს როგორც სირბილი, ტრენაჟორები თუ მასაჟი, ისე პერიოდული ვიზიტი კოსმეტოლოგთან.

თუ მანქანას მართავს ან ექსტრემალური სპორტის სახეობას მისდევთ, სიფრთხილე გამოიჩინეთ ზაფხულში და შემოდგომაზე, რადგან გაიზრდება ტრავმების ალბათობა. თუმცა წლის ბოლოს თქვენი ჯანმრთელობა თქვენი ძალისხმევით შედარებით დასტაბილურდება.

კარიერა: კარიერული წარმატებების მიღწევისთვის დამდეგი წელი თქვენთვის მეტ-ნაკლებად სასიკეთო იქნება, თუმცა შედარებით საგრძნობი წინსვლა შესაძლებელი წლის მეორე ნახევარში გახდება. იანვრის მეორე ნახევარში და თებერვალში გარკვეული ცვლილებები გელით სამსახურთან დაკავშირებით, ეს შეიძლება იყოს ახალი სამუშაო ადგილი, დაწინაურება ან საქმიანი ინფორმაციის მიღება, თქვენს მომავალ კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული საერთოდ საქმიანობის სფეროც კი შეიცვალოთ.

ამიტომ წლის დასაწყისიდანვე კარგად უნდა გაერკვეთ საკუთარ მიზნებში და სტრატეგიებში - რას აპირებთ 2012 წელს და როგორ აპირებთ. ეს საშუალებას მოგცემთ სწორად შეაფასოთ და ეფექტურად გამოიყენოთ როგორც შინაგანი (საკუთარი), ისე გარეგანი რესურსები. აპრილიდან თქვენი თავდაჯერებულობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან პარტნიორების თუ ხელმძღვანელობის მხრიდან შედარებით მეტ მხარდაჭერას იგრძნობთ.

წლის მეორე ნახევრიდან თქვენს ცხოვრებაში გაჩნდება ახალი შესაძლებლობები და გარემოებები, რომლებიც თქვენი ინტელექტის და უნარების განვითარებას შეუწყობენ ხელს. ეს ყოველივე კი შემოდგომაზე და 2012 წლის დასასრულს თქვენს კარიერაში ახალ სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს.

მშვილდოსანი 23 ნოემბერი - 21 დეკემბერი

"წარმატებას შეუპოვრობით მიაღწევთ"

სიყვარული: დამდეგი 2012 წელი საკმაოდ მრავალწახნაგიანი იქნება და პირად ცხოვრებაში მრავალ მოულოდნელობას გპირდებათ (განსაკუთრებით თუ თქვენ ჯერ არ შეგიქმნიათ ოჯახი). არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ წელს გაიცნოთ თქვენი მომავალი სასიყვარულო პარტნიორი, რომელიც შეიძლება საკმაოდ ორიგინალური ადამიანის იყოს.

სასიყვარულო ურთიერთობები და რომანტიკული შეხვედრების ყველაზე დიდი ალბათობა წლის პირველ კვარტალში იქნება, თუმცა პირად ცხოვრებაში აქტიური პერიოდი იანვრიდან დაიწყება და სექტემბერ-ოქტომბრამდე გაგრძელდება.

თქვენ თქვენივე აქტიურობის, ასევე ენთუზიაზმის და რომანტიკულობის ხარჯზე უნდა შეძლოთ და თქვენს პირად ცხოვრებაში რეალურ ცვლილებებს დაუდოთ სათავე. თუ თქვენ დაოჯახებული ხართ, მაშინ თქვენს მეუღლეს ზედმეტი მოთხოვნებითა და ვალდებულებების შეხსენებით თავი არ შეაწყინოთ (განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში), პირიქით, მეუღლის მიმართ ყურადღებიანი და მზრუნველი იყავით. ეს თქვენს ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს დაარეგულირებს და მისი მხრიდან მხარდაჭერას და სიყვარულს იგრძნობთ.

ჯანმრთელობა: ეს წელი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც პირად ცხოვრებაში, საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება. მოგიწევთ აქტიური ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე ყველა მეთოდით, ეს იქნება როგორც მკურნალობის და გამაჯანსაღებელელი კურსის ჩატარება (მასაჟი), ისე სპორტული ვარჯიშები.

არ არის გამორიცხული თქვენს ცხოვრებაში შემოვიდეს გამაჯასაღებელი არატრადიციული სისტემები (იოგა, სუნთქვითი სისტემა). ეს წელი გამორჩეული და დატვირთული იქნება, ამიტომ, მოგიწევთ დაძაბულ რეჟიმში ცხოვრება. ამიტომ, მოგიწევთ ანტისტრესული მეთოდების და უნარების გამომუშავება, რათა წლის მეორე ნახევარში დეპრესიაში არ აღმოჩნდეთ.

თუ დაუთმობთ თქვენი დროის, ენერგიის და ფინანსების არცთუ დიდ ნაწილს საკუთარი ორგანიზმის გაჯანსაღებას, 2012 წლის განმავლობაში სერიოზული პრობლემა არ შეგაწუხებთ.

კარიერა: პროფესიული წინსვლისთვის ყველაზე ოპტიმალური და საუკეთესო პერიოდი 2012 წლის პირველი ნახევარი იქნება. ასე რომ, უმჯობესი იქნება წინა წელს დაწყებული პროექტები, რომლებიც დამდეგ 2012 წელს სხვა პროექტების წამოწყებაში ხელს შეგიშლით, პირველ კვარტალშივე მოამთავროთ.

მნიშვნელოვანი იქნება გაზაფხულის მეორე ნახევარი და ზაფხულის დასაწყისი, სწორედ ამ დროს მოგეცემათ დაწინაურების და ფინანსური შემოსავლების გაზრდის ალბათობა. არ არის გამორიცხული ამ პერიოდში უცხოელებთან დაამყაროთ საქმიანი ურთიერთობები (მიმოწერა, ბიზნესი), ან საქმიანი მივლინების გამო უცხოეთში აღმოჩნდეთ.

წლის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით ზაფხულის მეორე ნახევარში გაგიჩნდებათ ახალი ცოდნის მიღების და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. შემოდგომით მოერიდეთ სამსახურებივ რომანებსა და ინტრიგებს, მოსალოდნელია ამან თქვენი იმიჯის და რეპუტაციის შელახვა გამოიწვიოს. შემოდგომის ბოლოს მოვლენები დასტაბილურდება და 2012 წლის დასასრულს თქვენ ახალი და ძალიან საინტერესო ცვლილებების წინაშე დადგებით.


თხის რქა 20 დეკემბერი - 20 იანვარი

"თამამად დაამყარეთ იმედები"

სიყვარული: ახალი 2012 წელი თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ თქვენ ოჯახი ჯერ არ შეგიქმნიათ. მიუხედავად იმისა, რომ დამდეგი წლის დასაწყისისთანავე თქვენს პირად ცხოვრებაში სასიყვარულო მოვლენები საკმაოდ აქტიურად განვითარდება, თქვენ მაინც სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ, რათა ილუზიაში არ აღმოჩნდეთ.

ყურადღებით დააკვირდით თქვენს მომავალ პარტნიორს, რამდენად ცდილობს, რომ საკუთარი სამყარო გაგიხსნათ, რამდენად გაცნობთ მის მეგობრებს, რამდენად საუბრობს მომავალზე და თქვენ როგორ გხედავთ მის მომავალში. მსგავსი დაკვირვებები დაგეხმარებათ ბევრ რამეში გაერკვეთ. ქორწინების ალბათობა განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში გაიზრდება.

თუ დაოჯახებული ხართ, არ არის გამორიცხული პირად ცხოვრებაში გარკვეული პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ. ამ კუთხით ყურადღებით გაზაფხულის მეორე ნახევარში იყავით. შეეცადეთ, ღირსეულად დაძლიოთ ურთიერთობებში შექმნილი ყველა პრობლემა. წლის მეორე ნახევარში მეუღლესთან ურთიერთობის ახალი და ბედნიერი ეტაპი დაიწყება.

ჯანმრთელობა: დამდეგი წელი თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობისთვის დიდ ხიფათს არ შექმნის, თუმცა ემოციურ სამყაროში რამდენადმე მოსალოდნელია მდგომარეობის გართულება. ამიტომ, ემოციური სისტემის სტაბილურობა მთელი წლის განმავლობაში თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. სიფრთხილეს მოითხოვს წლის პირველი ნახევარი (ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება აპრილსა და მაისში გამოიჩინეთ), შეეცადეთ, ამ დროს ემოციურად არ დაიძაბოთ.

მაქსიმალურად დაიცავით ძილის რეჟიმი. თუ წლის პირველ ნახევარში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მცირე პრობლემებია მოსალოდნელია, წლის მეორე ნახევარში მდგომარეობა უფრო დარეგულირდება, მოსალოდნელია დაიწყოთ ვარჯიში, ჩაიტაროთ გამაჯანსაღებელი პროცედურები.

კარიერა: 2012 წელში მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლა გარკვეულწილად გაჭირდება, თუმცა თქვენი ძალისხმევის, შრომისმოყვარეობის და მომთმენი ხასიათის დახმარებით, შეძლებთ, თავი გაართვათ შექმნილ პრობლემებს და გადალახოთ შექმნილი წინაღობები. სირთულეები უფრო წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი, როდესაც ძველ, უკვე დაწყებულ საქმეებს ახალი პროექტებიც დაემატება.

თუმცა ნუ დაიძაბებით და რომელიმე პროექტში მონაწილეობაზე უარს ნუ იტყვით. დაჰყავით შესასრულებელი საქმეები პრიორიტეტების მიხედვით, ასე უფრო გაგიიოლდებათ ჩანაფიქრების განხორციელება და წარმატებების მიღწევა. სამსახურებრივი ცვლილებები და საქმიანი ურთიერთობების გაწყვეტა წლის პირველ ნახევარში რეკომენდებული არ არის. წლის მეორე ნახევრიდან სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვლება. შემოდგომით და განსაკუთრებით სექტემბრის ბოლოს და ოქტომბერში შესაძლოა, საკმაოდ მიმზიდველი წინადადებაც კი მიიღოთ.

მაგრამ ვიდრე პროფესიულ საქმეში რადიკალურ ცვლილებებს განახორციელებდეთ, კარგად აწონ-დაწონეთ და საფუძვლიანად შეაფასეთ სიტუაცია, რათა მოსალოდნელი შეცდომებისგან თავი დაიზღვიოთ.

მერწყული 21 იანვარი - 19 თებერვალი

"გაბედეთ ოცნებები - ის ახდება"

სიყვარული: 2012 წლის პირველ ნახევარში თქვენი პირადი ცხოვრება საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იქნება (განსაკუთრებით თუ უკვე დაოჯახებული ხართ). აპრილის ჩათვლით თქვენი ურთიერთობები ჰარმონიული და ზედმეტი დაძაბულობისგან თავისუფალი იქნება.

მეუღლე განსაკუთრებით ამ პერიოდში გაგანებივრებთ ქათინაურებითა და საჩუქრებით. თუ დაოჯახებული ჯერ არ ხართ, მოსალოდნელია სწორედ ამ პერიოდში გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს მოხიბვლას და შესაძლოა, გულის დაპყრობასაც შეძლებს. თუმცა არ არის გამორიცხული ყველაფერი არც ისე კარგად განვითარდეს, როგორც ერთი შეხედვით გამოჩნდება.

შეეცადეთ, რომ გაუგოთ პარტნიორს, მით უმეტეს, თუ ის თქვენთვის ძვირფასი ადამიანი გახდა, გამოძებნეთ საერთო ინტერესები, საერთო საქმე, რომელიც ორივესთვის სასიამოვნო იქნება. აზრთა გაცვლა-გამოცვლა და ერთობლივი საქმიანობა თქვენს ინტიმურ ურთიერთობებს კიდევ ჰარმონიულს და პოზიტიურს გახდის.

ჯანმრთელობა: თქვენ დამდეგი წლის დაწყებისთანავე უნდა დაიწყოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რადგან ფიზიკური ჯანმრთელობის თუ ფორმის შენარჩუნება 2012 წელს წარმატების მიღწევისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორი იქნება. თუ წინა წელს ფიზიკურად და ემოციურად გადაიღალეთ, მაშინ წლის დასაწყისი დასვენებისთვის და ძალების აღდგენისთვის გამოიყენეთ.

შეეცადეთ, განიტვირთოთ, საჭიროების შემთხვევაში ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა, იმკურნალეთ, გაიმყარეთ ჯანმრთელობა. ეს აუცილებელი იქნება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია გაზაფხულზე გარკვეული პრობლემები გაჩნდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. წლის მეორე ნახევარში განსაკუთრებული ყურადღება ნერვულ სისტემას და კვების რეჟიმს მიაქციეთ.

ნუ იქნებით რადიკალური დიეტების დაცვის და სპორტული ვარჯიშების დროს, ერთბაშად ნუ დატვირთავს ორგანიზმს და ნელი ტემპით შეეცადეთ მიზნის მიღწევას.

კარიერა: თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2012 წელი თქვენთვის ძალიან კარგი შანსი იქნება, რომ პროფესიულ საქმეში, კარიერულ წინსვლასა და ფინანსურ შემოსავლებში მნიშვნელოვნად წაიწიოთ. დრაკონის წელში თქვენს ცხოვრებაში მოიმატებს როგორც დაგროვილი გამოცდილების და არსებული კავშირების, ასევე მიღებული საქმიანი ინფორმაციის უკეთესად და ეფექტურად გამოყენების ალბათობა.

მოსალოდნელია კავშირების დამყარება უცხოელ პარტნიორებთან და ეს თქვენს საქმიანობას სასიკეთოდ წაადგება. შემოდგომამდე დიდი პრობლემები ან გადაუჭრელი საკითხები სამსახურში და ბიზნესში არ შეგაწუხებთ. შეგიძლიათ მშვიდად აკეთოთ თქვენი საქმე, მაგრამ ნუ აიღებთ თქვენ თავზე ადრინდელზე მეტ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს. ნუ წახვალთ გაუმართლებელ რისკზე.

სექტემბრიდან შესაძლოა, ახალი წამოწყებების და პროექტების შუაგულში აღმოჩნდეთ ან რაიმე პერსპექტიული თანამდებობა შემოგთავაზონ, მოსალოდნელია მოიძიოთ ახალი ფინანსური შემოსავლების წყაროებიც. წლის ბოლოს თქვენი პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობა ხელმძღვანელობას შეუმჩნეველი არ დარჩება, ეს კი თქვენი დაწინაურების შანსს ერთიორად გაზრდის.

თევზები 20 თებერვალი - 20 მარტი

"შეიმეცნეთ, ისწავლეთ, განვითარდით"


სიყვარული: 2012 წლის პირველი კვარტალი არც თუ ჰარმონიული იქნება, ამიტომ, მაქსიმალურად მოერიდეთ მეუღლესთან დაპირისპირებას და დავას, ხოლო თუ თქვენ არ ხართ დაოჯახებული, თუმცა გაქვთ სასიყვარულო ურთიერთობები, შეეცადეთ, თქვენი საუბრებითა თუ მოქმედებებით ის "კუთხეში არ მიიმწყვდიოთ".

ეს ყოველივე არც თუ კარგ სამსახურს გაგიწევთ. ნუ იეჭვიანებთ და ნუ მოსთხოვთ იმაზე მეტი პასუხისმგებლობის აღებას, ვიდრე შეუძლია. მდგომარეობა სასიკეთოდ აპრილიდან შეიცვლება, ქორწინება გამყარდება და ოჯახური ცხოვრება ახალ, პოზიტიურ კალაპოტში გადავა. თუ თქვენ ოჯახი ჯერ არ შეგიქმნიათ, მოსალოდნელია, რომ სწორედ მეორე-მესამე კვარტალში გაგიჩნდეთ გრძნობები, დაიწყოთ სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობა ან საერთოდ შექმნათ ოჯახი.

შემოდგომით შეეცადეთ, ის ნეგატიური თვისებები აღმოფხვრათ, რომლებიც პირად ცხოვრებაში წარმატების მიღწევას ხელს უშლის, სექტემბრიდან ეს შედარებით იოლად გამოგივათ.

ჯანმრთელობა: 2012 წელს თქვენი ძირითადი პრობლემა შეიძლება წინა წელს დაგროვილი გადაუჭრელი საკითხების გამო შექმნილი სტრესული მდგომარეობა, დაძაბული ფონი და მომავლის შიში გახდეს. ამიტომ, დაიწყეთ საკუთარი ფსიქიკის გაძლიერება, წაიკითხეთ მოტივაციის ასამაღლებელი ლიტერატურა, მოუსმინეთ რელაქსაციურ მუსიკას და შეეცადეთ, ყოველდღე გააკეთოთ მსუბუქი ვარჯიშები როგორც ფიზიკური სხეულის, ისე ფსიქიკის გაძლიერებისთვის.

შეეცადეთ, აქცენტი გააკეთოთ პოზიტიურზე და მომავალს რწმენით შეხედოთ. თუ წლის პირველ ნახევარში თქვენ გაუმკლავდებით დაგროვილ პრობლემებს და მოიხსნით სტრესს, წლის მეორე ნახევარში არა მხოლოდ თქვენი ჯანმრთელობა დასტაბილურდება, არამედ თქვენი ფიზიკური ფორმა კიდევ უფრო დაიხვეწება და ეს აისახება თქვენს გარეგნობაზეც კი.

კარიერა: 2012 წელი საშუალებას მოგცემთ გააანალიზოთ წარსული, ჩაუღრმავდეთ თქვენს თავს, საკუთარ საქმიანობას, სწორად შეაფასოთ საკუთარი ძალები, რესურსები და უნარები, აიმაღლოთ კვალიფიკაცია, უკეთესად გაერკვეთ საკუთარ მიზნებში და კრიტიკული თვალით გადახედოთ საქმიან კავშირებს.

ეს ყოველივე დამდეგ წელს აუცილებელი "ინსტრუმენტები" იქნება პროფესიულ საქმეში წარმატების მისაღწევად და კარიერული წინსვლისთვის. წლის პირველი ნახევარი ძალიან კარგია სამსახურის მოძიებისთვის, ახალ სამუშაო ადგილზე გადასვლისთვის.

ახალ სამუშაო ადგილზე ხელმძღვანელობასთან გასაუბრებისას თქვენ შეძლებთ საკუთარი ძლიერი მხარეების წარმოჩენას და არ არის გამორიცხული უფრო მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა მიღოთ, ვიდრე ეს ადრე გქონდათ. რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, ის უფრო წლის მეორე ნახევარში და კონკრეტულად სექტემბრიდან დაიწყებს სტაბილურებას, გაგიჩნდებათ ახალი შემოსავლები, მოსალოდნელია გაგიმართლოთ ფინანსურ ოპერაციებში, სხვადასხვა ტიპის ინვესტირებაში თუ კომერციულ გარიგებებში. ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში სასიამოვნო ინფორმაციას მიიღებთ, თქვენს მომავალთან დაკავშირებით.
კატეგორია: ჰოროსკოპი | დაამატა: მიშო (2012-08-07)
ნანახია: 899 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.