როგორ შევადგინოთ სამოტივაციო წერილი - ეს საინტერესოა - all arqivi - FILE
პარასკევი, 2014-12-19, 11:34 AM
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | all arqivi | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
პროგრამები [50]
_______________
ელ.წიგნები [25]
_______________
თამაშები [46]
_______________
ფილმები [42]
_______________
მუსიკა [101]
_______________
ჰოროსკოპი [1]
_______________
ონლაინ ფილმები [0]
_______________
ვიდეო გაკვეთილები [4]
_______________
მუსიკალური კლიპები [101]
_______________
სურათები [3]
_______________
იუმორი [1]
_______________
ვებმასტერებს [6]
_______________
ტელევიზია - LIVE TV [3]
_______________
ეს საინტერესოა [5]
_______________
+18 [5]
_______________
ნიუსი [1]
_______________
კალათა
თქვენი კალათა ცარიელია
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
___შეაფასეთ საიტი?
სულ პასუხი: 9
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 0
სტუმარი: 0
მომხმარებელი: 0
www.arqivi.ucoz.com
მთავარი » სტატიები » ეს საინტერესოა

როგორ შევადგინოთ სამოტივაციო წერილი
სასურველი და ზოგჯერ აუცილებელიც არის, რომ CV‐ს თან ახლდეს ე. წ. სამოტივაციო წერილი. ხშირად
დამსაქმებლებისთვის სამოტივაციო წერილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეზიუმე.
რეზიუმე (CV) და სამოტივაციო (თანმხლები) წერილი წარმოადგენს წინასწარ განაცხადს მოცემულ ვაკანტურ
ადგილზე. რეზიუმე შეიცავს კანდიდატის შესახებ საერთო ინფორმაციას, სამოტივაციო წერილი კი
ვაკანსიასთან კანდიდატის შესაბამისობის, მისი კვალიფიკაციის, უნარ‐ჩვევებისა და გამოცდილების მოკლე
დასაბუთებაა. წერილი საშუალებას იძლევა სწორად მოვახდინოთ დამსაქმებლის ყურადღების ფოკუსირება
მისთვის საინტერესო და საჭირო თვისებებზე.
სამოტივაციო წერილის შედგენისას უნდა გავითვალისწინოთ:
მიზანი;
ადრესატი;
შინაარსი;
ფორმატი.
მიზანი
სამოტივაციო წერილი და რეზიუმე შეიცავს იმ ინფორმაციას, რომლის მეშვეობითაც დამსაქმებელი იღებს
გადაწყვეტილებას, მიიწვიოს თუ არა გასაუბრებაზე კანდიდატი. სამოტივაციო წერილის მიზანია –
დამსაქმებელს მიაქცევინოს ყურადღება კანდიდატის რეზიუმეზე. რაც უფრო უკეთესად გეცოდინებათ
კონკრეტული ვაკანსიის მოთხოვნები, მით უფრო მიზანმიმართული იქნება თქვენი წერილი.
ადრესატი
სამოტივაციო წერილი გაგზავნილი უნდა იქნეს კონკრეტული კომპანიისა და კონკრეტული პირის
მისამართით, რომელიც განიხილავს თქვენს განაცხადს. თუ შესაძლებელია, დააზუსტეთ კომპანიაში ვინ არის
ადრესატი, ვისაც უნდა გაუგზავნოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი.
შინაარსი
სამოტივაციო წერილი გაძლევთ საშუალებას, მიიქციოთ დამსაქმებლის ყურადღება. ამიტომ მასში უნდა
ასახოთ ინფორმაცია, რომელიც თვალნათლივ წარმოაჩენს თქვენს განსაკუთრებულ თვისებებს, უნარს,
გამოცდილებას, კომუნიკაციის ჩვევებს, ენთუზიაზმს, ინტელექტს, ინტერესს იმ კომპანიის მიმართ, სადაც
გსურთ მუშაობის დაწყება და ა.შ.
ფორმატი
წერილი უნდა იყოს მაქსიმალურად ლაკონური, თავისუფალი ფორმალური ტონისგან, სტილისტურად
გამართული და მკითხველისთვის ადვილად გასაგები.
როგორც წესი, სამოტივაციო წერილი შედგება შემდეგი
ნაწილებისგან:
საკონტაქტო ინფორმაცია (სამუშაოს მაძიებლის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტის
მისამართი);
წერილის დაწერის თარიღი;
კომპანიის დასახელება; დამსაქმებლის სახელი და გვარი;
მიმართვა – მისალმების ფრაზა;
წერილის ძირითადი ტექსტი;
დასკვნითი ნაწილი.
წერილის ძირითად ტექსტში რეზიუმე (CV) და სამოტივაციო (თანმხლები) წერილი წარმოადგენს წინასწარ
განაცხადს მოცემულ ვაკანტურ ადგილზე. რეზიუმე შეიცავს კანდიდატის შესახებ საერთო ინფორმაციას,
სამოტივაციო წერილი კი ვაკანსიასთან კანდიდატის შესაბამისობის, მისი კვალიფიკაციის, უნარ‐ჩვევებისა
და გამოცდილების მოკლე დასაბუთებაა. წერილი საშუალებას იძლევა სწორად მოვახდინოთ დამსაქმებლის
ყურადღების ფოკუსირება მისთვის საინტერესო და საჭირო თვისებებზე.
სამოტივაციო წერილიდან მომავალმა დამსაქმებელმა უნდა გაიგოს:
1. რატომ გსურთ მუშაობა ზუსტად ამ კომპანიაში და ამ თანამდებობაზე;
2. ამ კომპანიის მოთხოვნებისადმი თქვენი გამოცდილების შესაბამისობა;
3. თქვენი კვალიფიკაცია.
წერილის დასკვნითი ნაწილი უნდა შეიცავდეს ინტერვიუზე მიწვევის სურვილს და მზადყოფნას. მოუხადეთ
მადლობა ადრესატს, რომ გამოიჩინა ყურადღება და გამოყო დრო თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
წერილი დაასრულეთ საქმიანი წერილის სტანდარტული ფრაზით ,,პატივისცემით” და თქვენი სახელი და
გვარი.
სამოტივაციო წერილის შედგენისას გასათვალისწინებელი რჩევები:
გახსოვდეთ, დამსაქმებელს პირველ რიგში სურს იმის გაგება ‐ შეესაბამება თუ არა თქვენი კანდიდატურა
ვაკანტურ თანამდებობას;
დაანახეთ დამსაქმებელს, რამდენად შესაფერისი და პროფესიონალი თანამშრომელი ხართ;
წერილი უშუალო კავშირში უნდა იყოს დამსაქმებლის საქმიანობასთან. ამიტომაც სანამ დაწერდეთ წერილს,
საკუთარ თავს დაუსვით კითხვები: "რაში გამოვადგები ამ კომპანიას?", "რისი გაკეთება შემიძლია ამ
სფეროში?", "რა უნარები გამაჩნია, რითაც შეიძლება დაინტერესდეს კომპანია?" და ა.შ.;
წერილი უნდა იყოს მაქსიმალურად ლაკონური. დაწერეთ მოკლედ და არსებითად;
წერილში არ უნდა იყოს ხვეწნა. მაგალითად, "ხომ არ შემეძლო ჩემი უნარებით რამეში გამოსადეგი
ვყოფილიყავი თქვენთვის?" ასეთი განწყობით არ ღირს საერთოდ სამუშაოს ძებნის დაწყება. ილაპარაკეთ
თქვენი ძალების პოზიციიდან: "აი, რას გთავაზობთ და რა შემიძლია თქვენთვის გავაკეთო", "აი, რაში
დაგეხმარებათ ჩემი უნარ‐შესაძლებლობები" და ა.შ.;
შეეცადეთ არ დაანახოთ, რომ ბევრ რეზიუმეს აგზავნით სხვადასხვა კომპანიებში. ერთნაირი რეზიუმეები
მეტყველებს იმაზე, რომ კონკრეტული ვაკანსია კი არ გაინტერესებთ, არამედ ეძებთ ნებისმიერ სამუშაოს.
სამოტივაციო წერილში ლაპარაკი უნდა იყოს კონკრეტულ კომპანიაში კონკრეტულ ვაკანსიაზე.
სამოტივაციო წერილის ნიმუშები
ნიმუში 1.
სტუდენტის (ახალგაზრდა სპეციალისტის) სამოტივაციო წერილი
სამოტივაციო წერილი
აბულაძე მარიამი
1060, ქ. თბილისი,
ბუდაპეშტის ქ.1
ტელ.:
ელ‐ფოსტა:
20 აგვისტო, 2010 წ.
კომპანია ... კადრების მენეჯერს
თამარ აბაშიძეს
ქალბატონო თამარ,
ვამთავრებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურას პროგრამისტის სპეციალობით.
მსურს მივიღო ინფორმაცია თქვენს კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. დაინტერესებული
ვარ ისეთი სამუშაოთი, რომელიც გააერთიანებს პროგრამისტისა და ელექტროტექნიკის სფეროს
სპეციალისტის შესაძლებლობებს. შემოთავაზებულ რეზიუმეში ასახულია ჩემი კვალიფიკაცია და სამუშაო
გამოცდილება.
მოხარული ვიქნები, თუ თქვენს კომპანიაში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მომეცემა.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიღებულ აკადემიურ განათლებას შევუხამო შესაბამისი პრაქტიკული
გამოცდილება.
ვიმედოვნებ, რომ რეზიუმეში მოცემული ინფორმაცია წარმოდგენას შეგიქმნით ჩემი პოტენციალის შესახებ
და დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. მოხარული ვიქნები, თუკი მომეცემა შესაძლებლობა
გავხდე თქვენი გუნდის წევრი და ჩემი წვლილი შევიტანო კომპანიის კორპორაციული მიზნების
რეალიზაციაში.
მადლობას მოგახსენებთ დათმობილი დროისა და ყურადღებისთვის.
პატივისცემით ...
ნიმუში 2.
პროგრამისტის სამოტივაციო წერილი
სამოტივაციო წერილი
აბულაძე მარიამი
1060, ქ. თბილისი,
ბუდაპეშტის ქ.1
ტელ.:
ელ‐ფოსტა:
20 აგვისტო, 2010 წ.
კომპანია ... კადრების მენეჯერს
ქ‐ნ / ბ‐ნ ...
ქალბატონო / ბატონო ...
ძალიან დამაინტერესა თქვენს მიერ გამოცხადებულმა პროგრამისტის ვაკანსიამ. მაქვს უმაღლესი განათლება
და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება, რაც საშუალებას მომცემს ჩემი
წვლილი შევიტანო კომპანიის წარმატებულ განვითარებაში.
გიგზავნით რეზიუმეს ჩემი მონაცემების დეტალური აღწერით.
მოხარული ვიქნები, თუკი მომეცემა შესაძლებლობა გავხდე თქვენი გუნდის წევრი და ჩემი წვლილი
შევიტანო კომპანიის წარმატებულ საქმიანობაში.
მადლობას მოგახსენებთ გულისხმიერებისა და ყურადღებისთვის.
პატივისცემით ...
ნიმუში 3.
HR (ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი)
სამოტივაციო წერილი
აბულაძე მარიამი
1060, ქ. თბილისი,
ბუდაპეშტის ქ.1
ტელ.:
ელ‐ფოსტა:
20 აგვისტო, 2010 წ.
კომპანია ... კადრების მენეჯერს
ქ‐ნ / ბ‐ნ ...
ქალბატონო / ბატონო ...
ვითვალისწინებ რა იმ ვალდებულებებს, რომლებიც ეკისრება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერს
ორგანიზაციის პერსონალით უზრუნველყოფის საქმეში და ამ სფეროში საკუთარ გამოცდილებას,
გთავაზობთ ჩემს კანდიდატურას აღნიშნულ ვაკანსიაზე.
წარმოგიდგენთ ჩემი პროფესიული უნარ‐ჩვევების შესახებ მოკლე ინფორმაციას (ეს ინფორმაცია რეზიუმეში
დაწვრილებითაა გადმოცემული):
1. წინა სამუშაო ადგილზე ვხელმძღვანელობდი პერსონალის მართვის პროცესს ‐დაწყებული
კონსულტაციით და დამთავრებული ტოპ–მენეჯერის პოზიციით. არსებითი გამოცდილება შევიძინე
პერსონალის მართვის ციკლის ყველა ასპექტის, პრეტენდენტების მოძიების, შერჩევისა და არსებული
რესურსების სწორად განაწილების სფეროში. ვხელმძღვანელობდი ასევე სტუდენტების სტაჟირების
პროგრამას.
2. დიდი გამოცდილება მაქვს კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების
სფეროში.
მიღებული განათლება და გამოცდილება მაძლევს საშუალებას თამამად განვაცხადო, რომ მაღალ დონეზე
შემიძლია ადამიანური რესურსების შერჩევისა და განაწილების პროცესის მართვა. მზად ვარ ჩემი წვლილი
შევიტანო კომპანიის წარმატებაში.
მადლობას მოგახსენებთ დათმობილი დროისა და ყურადღებისთვის.
პატივისცემით ….
კატეგორია: ეს საინტერესოა | დაამატა: მიშო (2012-08-23)
ნანახია: 749 | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *:
Free web hosting - uCozCopyright MyCorp © 2014